თეგი: ომის დანაშაულები

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას დამატებითი ზომებით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებისთვის, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მხარდაჭერის მეორე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. „რუსულმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის და გლობალური საზოგადოება ერთად იმუშავებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა დომინიკ რააბმა. პაკეტის თანახმად, სხვა მექანიზმებთან ერთად, პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, რომელიც განთავსებულია ჰააგაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ICC-ს შორის ინფორმაციის სწრაფ გაზიარებას უხელმძღვანელებს.  ამასთან, განხორციელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების უწყვეტი თავდაცვის ანალიზი და მონიტორინგი, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების დაცვის  ჩათვლი.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაეროს დამოუკიდებელი კომისია უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა

უკრაინის რადას ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევში გაეროს დამოუკიდებელი კომისია რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა. კომისიის წევრებს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მოადგილე ელენა კონდრატიუკი შეხვდა. კომისიის ხელმძღვანელია ერიკ მესე, შემადგენლობაშია იასმინკა დჟუმხური და პაბლო დე გრეიფი. კონდრატიუკმა განაცხადა, რომ გაეროს დამოუკიდებელ კომისიას უკრაინის სახელმწიფო რადა დაეხმარება, რათა მისიის საქმიანობა წარმატებული იყოს. მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში კომისიის მუშაობის სფეროები, რომლებიც შექმნილია ადამიანის უფლებების დარღვევის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულების გამოსაძიებლად. კომისიის მთავარი ამოცანაა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, მტკიცებულებების შეგროვება და მასალების მომზადება, რათა არავინ გადაურჩეს სასჯელს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო აგრესიის გარდა, რუსეთი უკრაინაში უამრავ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, რაც მიუთითებს უკრაინელი ხალხის გენოციდზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს - Human Rights Watch

Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, შემთხვევები ხერსონში და ზაპოროჟიეს მხარეში დაფიქსირდა. ოკუპირებულ ქალაქებში, მოსახლეობამ უფლებადამცველებს რუსეთის ძალოვნების მიერ ადამიანების გატაცების 42 შემთხვევის შესახებ აცნობა. რუსი ძალოვნების მიერ გატაცებული ადამიანების უმრავლესობა აწამეს. უფლებადამცველებმა ასევე დააფიქსირეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამი ტყვეს წამება. ორი მათგანი გარდაიცვალა. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დააკავეს, გაიტაცეს და აწამეს არიან ანტირუსული აქციები ორგანიზატორები, მონაწილეები, ჟურნალისტები და ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები. რამდენიმე ადამიანმა პატიმრობის დროს სასტიკი მოპყრობის და ბეისბოლის ჯოხით ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ განაცხადეს. პატიმრების ცემისას ასევე იყენებდნენ მეტალის ძაფებსა და ელექტროშოკს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის უმიზეზო და უკანონო დაკავებები, ომის დანაშაულად ითვლება“, - აცხადებენ უფლებადამცველები. „როგორც ჩანს, ძალადობის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება და ადამიანებში შიშის გაღვივება, რომ შეეგუონ ოკუპაციას, რადგან რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სუვერენიტეტი განამტკიცოს“, - აცხადებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებისა და გატაცების შესახებ, ომის პირველივე კვირებიდან იყო ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ძალები პირველ რიგში დევნიან მემარჯვენე მოძრაობების აქტივისტებს, დონბასში მებრძოლებს, სამართალდამცველებს, ასევე ყირიმელ თათრებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისია, რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პუტინმა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებისთვის, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით... ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა კანონიერი ინიციატივები ასე რომ, ჩემი პასუხი არის დიახ." ამავდროულად, მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სთავაზობს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას (გაეროს მხარდაჭერით), რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დანაშაულები გამოიძიონ.   

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ეროვნული პოლიცია

უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მხოლოდ ლუგანსკის რაიონში, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს წინასწარი მაჩვენებელია, რადგან რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია და მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია. 7 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქმის 30 წამების ადგილია აღმოჩენილი.  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 47 საქმეა აღძრული.